aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“ვერავინ დამარწმუნებს, რომ გვარამიამ არ გამათავისუფლა”: პაატა გულიაშვილის პირველი კომენტარი “მეტრონომთან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2″-ის დილის წამყვანი, მსახიობი პაატა გულიაშვილი, ტელეკომპანიიდან გაათავისუფლეს, -ინფორმაციას სააგენტო eurus.ge ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, მიზეზი მისი საჯარო სამადლობელი წერილი და გამოქვეყნებული ფოტოსურათია, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისადმი:
” როგორც “ეურუსისთვის” გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილმა თელავის თეატრის რეაბილიტაციისთვის, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც პაატა გულიაშვილია, თანხა გამოყო. თეატრის რეაბილიტაციის შემდეგ კი პაატა გულიაშვილმა სოციალური ქსელის გვერდზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი და სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა. “ეურუსის” ინფორმაციით, ფოტოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, პაატა გულიაშვილს ტელეკომპანიის ამერიკელმა პროდიუსერმა დაურეკა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინა. “-ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“გადაწყდა, რომ ახალ სეზონზე – ეს სეგმენტი აღარ იქნება გადაცემაში. მას შემდეგ, რაც ბატონი პაატასთვის ეს ცნობილი გახდა – გადაწყვიტა საერთოდ კომპანიიდან წასულიყო (შეგახსენებთ, მის თანამშრომლობას “კომედისთან”). მისი ურთიერთობა სხვადასხვა პირებთან ამ წლების განმავლობაში არასდროს ყოფილა პრობლემა არხისთვის -ვერც ეხლა გახდებოდა. დასტურად-იხილეთ მისი აქტიური მონაწილეობა რ2-ის პროექტებში ამ სექტემბრამდე -ისევე როგორც, არაერთი სიუჟეტი თელავის თეატრის შესახებ “კურიერში”. არაფერ შუაშია არც ფოტო (რომელზეც თავად გადაწყვიტა, რომ რამის “მიზეზი” გახდა) და არც ერთ წრეზე ტრიალი. “დილა მშვიდობისა საქართველოს” მაყურებელი სხვა ბევრ სიახლესაც შეამჩნევდა ახალ სეზონზე. მათ შორის – წამყვანებს განსხვავებულ ამპლუაში. სამწუხაროა, რომ პაატამ ამ გზით გადაწყვიტა კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელება- შესაძლოა ეს ფოტო მის კარიერას უფრო წაადგება და სწორედ ამიტომ ააფრიალა საკუთარ ფეისბუკზე – წარმატებებს ვუსურვებ, სადაც არ უნდა იყოს, მაგრამ შენიშვნას “პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ” შესახებ ნამდვილად ვერ მივიღებ”-წერს ლაფერაშვილი.

“მეტრონომი” კომენტარისთვის მსახიობ პაატა გულიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სრული საფუძველი აქვს იეჭვოს, “რუსთავი 2”-დან მისი გათავისუფლების მიზეზი სწორედ აღნიშნული ფოტო გახდა:

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სურათის დადებიდან ორ წუთში არხის ამერიკელი პროდიუსერი დამიკავშირდა და გამათავისუფლა, გაზვიადებულია, თუმცა 9 თვის წინ, ბატონი ბიძინა თელავის თეატრში იყო ჩამოსული, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. მან ავტობუსი გადმოსცა თეატრს და ფონდი “ქართუს” მეშვეობით ფასადი გაგვირემონტა. მაშინ დავდე ეს ფოტო. ცოტა მოგვიანებით, ნინო არაზაშვილმა დამირეკა, ღამის 12 საათზე და მითხრა, რომ ჩემი რუბრიკა აღარ იქნებოდა “რუსთავი 2”-ზე. მაშინ ხელმეორედ დავდე ეს ფოტო სოციალურ ქსელში და დავწერე, რომ აი, ეს ფოტო არ მაპატია გვარომ-მეთქი (ნიკა გვარამიამ). დღესაც ასე ვფიქრობ. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის მიზეზი. არავის არ დავუბარებივარ ხელმძღვანელობიდან და არაფერი არ უთქვამთ. ლაფერა (გიორგი ლაფერაშვილი) წერს, რომ “კომედი არხიდან” თვითონ წამოვიდაო. რას ნიშნავს ყოფნა, როცა ხელფასი არ არის? არც სერიალია, არც ის გადაცემები, რაც მიმყავდა… არც არავის უთქვამს, რომ “კომედიზე” ვრჩებოდი და ამიტომ წამოვედი. დრო გაიყვანეს, რადგან ფოტოს დადებიდან მეორე დღესვე რომ გავეშვი, სკანდალი იქნებოდა. წლის ბოლომდე მიიყვანეს საქმე და მერე გამათავისუფლეს”-განუცხადა პაატა გულიაშვილმა “მეტრონომს”.
მისივე თქმით, ახლა სხვა შემოთავაზებებს განიხილავს.

იტვირთბა....