aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვაშაძე: ხელისუფლება ცდილობს, უიმედო სესხების ჩამოწერის რუტინული პროცედურა, ინიციატივად გაასაღოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიაცია- “ძალა ერთპობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ვალების განულების შესახებ მთავრობის ინიციატივა არის არჩევნების წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი.

ვაშაძის თქმით,  ხელისუფლება ცდილობს, უიმედო სესხების ჩამოწერის რუტინული პროცედურა, ინიციატივად გაასაღოს.

„არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, რადგან ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდ-ნახევარი არ იქნება . დარწმუნებული იყავით, ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი. ჯერ ერთი ამას გაასაღებენ და მეორეც ერთი, დიდი ბოდიში მომიხდია და თუ ასე ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და შემოსავლებით სად ვიმყოფებით, მოგეხსენებათ. თუ ასე ზრუნავენ, მაპატიეთ, არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ. არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც? მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა. ჩვენ თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც ვაგრძელებთ და საქართველოს მოქალაქე დავტოვეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების უღელქვეშ, ეკონომიკას ჩამოვანგრევთ და ამის მაგალითი ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში ბევრჯერ იყო, როდესაც ფინანსური და საბანკო კრიზისი ანგრევდა ეკონომიკას. საქართველო ამ მიმართულებით მიდის ზუსტად, თუ არ მივიღეთ სასწრაფო ზომები. ამ ჩამონგრეულ ეკონომიკაში მოქალაქესთან ერთად, დარწმუნებული იყავით, ის ბანკებიც მოყვებიან, რომლებიც ახლა მევახშეებად და ლომბარდებად არიან გადაქცეულები და არანაირი კავშირი აღარ აქვთ ნორმალურ საფინანსო დაწესებულებებთან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....