aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვარდისფერი კოლგოტები ჩამოგვაცვეს” – დაპირისპირება ტრანგენდერ ქალთა მხარდაჭერ აქციაზე (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაპირისპირება მოხდა იუსტიციის სახლთან, სადაც ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ამ აქციის პარალელურად კონტრაქციას იუსტიციის სახლთან ორგანიზაცია ”ზნეობის” წარმომადგენლებიც მართავენ. ერთ-ერთმა მათგანმა ტრანსგენდერ ქალებს კვერცხები ესროლა. “თავზე კოლგოტკები ჩამოგვაცვეს, მრცხვენია თქვენი”, – ყვიროდა კაცი. ის პოლიციამ დააკავა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავი აქცია – „მე ვარ ქალი – აღიარე !” მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა.

ისინი მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე

 

იტვირთბა....