aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“საბოლოოდ „გამშიფრეს“: ვანო ჩხარტიშვილი გამოჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გავრცელებული გუშინდელი ფარული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, ინფორმაციას ავრცელებს აუდიოჩანაწერის მიხედვით ერთ-ერთი მისი თანამონაწილე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. მისი თქმით, ეს იყო მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით“.

მისი თქმით, სცენარისტი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ფანტაზია არ დაეწუნება.

“თვეზე მეტია, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია“. ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, ვიცი, ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული. მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში.

ფინალში გავრცელდება ჩემი საუბრები სერგო ორჯონიკიძესა და იოსებ სტალინთან თუ როგორ ვგეგმავდით გვირაბის გათხრას თავისუფლების მოედნამდე და იქ წითელი დროშის აფრიალებას. ასე რომ, მოვიმარაგოთ პოპკორნი და დაველოდოთ მორიგ სერიალს“,- აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, როგოც “ომეგა ჯგუფის” ლიდერი ოქუაშვილი ამტკიცებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან იყო შემთავაზებები რამდენიმე მილიონზე. მისი თქმით შეხვედრა შედგა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ იმ დორინდელი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მინისტრი ლევან ყოფოანი. საქმეში ფიგურირებს ყოფილი პროკურორო ოთარ ფარცხალაძეც. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ფულის გამოძალვის მცდელობა იყო ივანიშვილის მხრიდან. პოლიტიკურ ჯგუფთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ბიზნესის რეკეტად აფასებს.

იტვირთბა....