aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ჟურნალისტებს მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, ყოფილ პრემიერს სასუნთქი გზების მწვავე პრობლემა აქვს.

ადვოკატოს განმარტებით, ორთვინმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და სწორედ ამიტომ მოხდა მერაბიშვილის საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაყვანა.

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.

„ორი თვის, წინ როგორც იყო ცუდად, ისევ ისეა. ისიც არ ვიცით რა დიაგნოზი აქვს დასმული. დაახლოებით ერთი კვირის წინ მივწერე სასჯელაღსრულებას და მოვითხოვე თუ რა დიაგნოზი დაისვა და იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რითაც მკურნალობენ მას, თუმცა პასუხი ჯერ არ მაქვს, ველოდები“- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

 

 

იტვირთბა....