aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ ღამით, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება დაჭრის ფაქტს ადასტურებს და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის  117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იტვირთბა....