aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კვლევა: კახური ვაზის იშვიათი ჯიშებიდან საუკეთესოები დასახელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კახური ვაზის იშვიათი ჯიშებიდან საუკეთესოდ კახური მცვივანი, ვარდისფერი რქაწითელი და მირზაანული დასახელდა.

,,ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 16 ნიმუში მეღვინეებმა შემდეგი პარამეტრებით შეაფასეს – შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება”, – აცხადებენ ცენტრში.

კვლევითი ცენტრი ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პარალელურად, პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

knews.ge

იტვირთბა....