aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს განახლდება: დეკანოზი პროცესს არ დაესწრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდის საქმეზე, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება.

პროცესზე დაცვის მხარე შუამდგომლობების დაყენებას გეგმავს. მათ შორისაა, საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნის მტკიცებულებად დართვის შუამდგომლობა.

ამის შემდეგ მხარეები შესავალ სიტყვებზე გადავლენ და სასამართლოს იმ არგუმენტებს გააცნობენ, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი მოამზადეს.

ადვოკატების განცხადებით, სასამართლო პროცესს მსჯავრდებული არ დაესწრება. წინა სხდომაზე დეკანოზმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც “მეტრონომს” მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ უთხრა, მართლმსაჯულებას არც ის ენდობა. მამალაძე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოშიც იგივე მეორდება, რაც საქალაქო სასამართლოში იყო. მოსამართლემ პროცესი დახურა. დეკანოზის ძმა ”მეტრონომთან” ამბობს, რომ ისევ არ ეცოდინება საზოგადოებას სიმართლე.~

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განზრახ მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....