aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმე დასასრულს უახლოვდება: დეკანოზი დასკვნითი სიტყვით წარსდგება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდის საქმე დასასრულს უახლოვდება. დღეს, სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე და თავად ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.

სხდომა კვლავ დახურული იქნება. წინა პროცესზე მამალაძის ადვოკატებმა პროცესის საჯაროობაზე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, სააპელაციო სასამართლომ კვლავ ვერ გაბედა, რომ საზოგადოებას მოესმინა სიმართლე.

სხდომა სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზე დაიწყება. დეკანოზის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ პატიმრობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე – 10 თებერვალს გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებენ.

„მე ვიმედოვნებ, რომ აპელაცია შეძლებს და აღასრულებს სამართლიან მართლმსაჯულებას და გაითავისებს იმ დასკვნით სიტყვაში ყველა იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, იმ რეალობას, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო და მართლა ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე,“ – აცხადებს დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

იტვირთბა....