aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ქართული მარშის წევრების პატიმრობას ადვოკატი გაასაჩივრებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ქართული მარშის დაკავებული წევრების ადვოკატი მათი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა.  ის მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის მისჯა პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებაა.

„აუცილებლად გავასაჩივრებთ, ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. მაშინ როცა ერთ ფაქტზე აღძრულია ორი წარმოების საქმე, ადმინისტრაციული და სისხლი, დღემდე ბრალდებულები 96 საათის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ,“ – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

პროკურორი ლევან კოპალიანი კი მიიჩნევს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა იმისთვის, რომ მოსამართლეს აღნიშნული გადაწყვეტილება მიეღო.

„მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის, ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ლევან კოპალიანმა.

„რუსთავი 2“- თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს გამოძიება 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა.

ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

იტვირთბა....