aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

სროლა ბანკში: ეჭვმიტანილი პოლიციელია – ერევანში ბანკის ერთი თანამშრომელი დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერევანში ბანკს თავს დაესხნენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეჭვმიტანილი პოლიციის პოლკოვნიკი დანიელ დანიელიანი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, მას ვიდეოკამერების მეშვეობით მიაგნეს.

უცნობმა პირმა ბანკში ცეცხლასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებისას, მას თან ჰქონდა დანა, ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. სომხური მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი, და ბანკის 2 თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა რომლის შედეგადაც, ქვეყნის პირველი პირი სერჟ სარქსიანი გადადგა. ამ მომენტისთვის სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლა პაშინიანს მოიაზრებენ.

იტვირთბა....