aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ექსპერტები: სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერი, რომელიც უკრაინულმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოაქვეყნა, დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით ფალსიფიცირებულია. პროკურატურამ ამის საპასუხოდ განაცხადა რომ ჩანაწერი ნამდვილია.

,,რეალურად, მტკიცებულების ბაზა მხოლოდ იმ ჩანაწებრებზე არ არის დამყარებული, რომლის დემოსტრირებაც მოხდა. ჩანაწერები გაცილებით ბევრია. იმით, რომლის დემოსტრირებაც მოხდა ასახავენ მხოლოდ საუბრის ცალკეულ ეპიზოდებს. ჩანაწერები რამდენიმე საათია და ისინი ორიგინალია. მთავარმა პროკურორმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ ჩანაწერების ექსპერტიზა გავაკეთოთ, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით“, – აცხადებს გენერალური პროკურორის წარმომადგენელი ანდრეი ლისენკო. მანვე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა ,,მელოდიის ორი ნოტიდან გამოცნობას შეადარა“.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.

იტვირთბა....