aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ექსკლუზივი: ციანიდის საქმე – „რა ვქნათ ჩვენ, ვინც საკუთარი თვალით ვნახეთ ფარული ვიდეო“?

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან

„უფლებადამცველი“ ნანა კაკაბაძე „მეტრონომთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ვისაც ის ფარული ვიდეოჩანაწერი ნანახი აქვს, სადაც სასულიერო პირები პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ, მათთვის საქმის ვითარება და არსი უკვე ცნობილია. კაკაბაძის თქმით, ამ ვიდეოჩანაწერში საკმაოდ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ფიგურირებენ, რომლებმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრმად გამოიყენეს.

უფლებადამცველის აზრით, დაკავებული მამაო მხოლოდ მსხვერპლია, რომელიც გაწირეს. ის ამბობს, რომ პროკურატურა ჩანაწერში მოქმედ სასულიერო პირებს მხოლოდ იმიტომ არ აკავებს, რომ მას ეკლესიის იმიჯის შელახვა არ სურს.

„მეტრონომი“: თუ გაქვთ ინფორმაცია, პროკურორმა პატრიარქს ე.წ. ციანიდის საქმეზე რა სახის ინფორმაცია მიაწოდა. მიიღო თუ არა მან საქმის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია?

ნანა კაკაბაძე: რა თქმა უნდა, რომ პატრიარქს იმ ინფორმაციას მიაწოდებდნენ, რაც პროკურატურას საქმეში ჰქონდა. მას დეტალურად მიაწვდიდნენ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც საქმის ირგვლივ არსებობს. მან აუცილებლად უნდა იცოდეს ყველაფერი, ეს მხოლოდ ერთ ადამიანზე გადასატანი დანაშაული არ არის. აქ ძალიან სერიოზული ძალები არიან, რომლის შესახებაც ცხადია პატრიარქმა უნდა იცოდეს. იმედი მაქვს, ის ყველაფრის საქმის კურში ჩააყენეს.

– როგორც მამალაძის ადვოკატის განცხადებიდან ხდება ცნობილი, დაკავებული დეკანოზი პატრიარქთან, ან სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს. რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს მას, რომელზეც საუბარი სურს? შეიძლება ეს იმ წერილის გაგრძელება იყოს, სადაც მამალაძე საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობდა?  

– ეგ წერილი მამალაძის დაწერილი არ არის და მაგას გამოძიება დაადგენს ვინ დაწერა. იმაზე ჭკვიან და კარგად დაგეგმილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. დარწმუნებული ვარ, წერილი მისი არ არის. მაგის იდენტიფიცირებას რა უნდა, ექსპერტიზა ამას ადვილად დაადგენს და ამის გარკევვა პროკურატურას არ გაუჭირდება.

– იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ საპატრიარქოში ორი დაპირისპირებული ჯგუფია, ხოლო ერთ-ერთ მათგანს ხელისუფლება მხარს უჭერს, რომ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში თავისთვის სასურველმა კანდიდატურამ გაიმარჯვოს?

– ორი დაპირისპირებული ჯგუფი არ არსებობს. მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ერთი ჯგუფია, რომელიც ეკლესიას დაუპირისპირდა. ამ ჯგუფის უკან კი სერიოზული ძალა დგას, რომლის ინტერესებშიც საპატრიარქოს იმიჯის და ავტორიტეტის შელახვაა, რითაც სახელმწიფოს დაზიანებას ცდილობენ. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება.

– ვინ არის ეს ძალა, ვის მოიაზრებთ ჯგუფში, რომელიც ეკლესიის დაზარალებას ცდილობს?

– ეს არის მეუფე პეტრე, რომელიც ჯერ-ჯერობით გამოჩნდა. დანარჩენები საჯაროდ ჯერ არ ჩანან. თუმცა, მერწმუნეთ, რომ მათი ვინაობა ცნობილია. ეს არის ჯგუფი, რომელთა ინტერესებსაც ამ ეტაპზე მეუფე პეტრე ახმოვანებს. მას რომ უკან სერიოზული ზურგი აქვს, ეს უკვე ცხადია. უფრო მეტად ეს ქვეყნის გარეთ არსებული ძალაა. არ გამოვრიცხავ რომ ეს რუსეთი იყოს.

– მეუფე პეტრე აცხადებს, რომ თავად პატრიარქის მდივან-რეფერანტი და სინოდის წევრები შესაძლოა სწორედ უცხო ძალებისგან მართულები იყვნენ…

– დღეს მოდაშია, თუ ვინმე კომპრომიტირებულია, მაშინ ის რუსულ ძალასთან კავშირშია. პრორუსულობის დაბრალება ახლა ყველაზე მოდური ბრალდებაა. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურას ფარული ვიდეო ჩანაწერი აქვს, სადაც სასულიერო პირები პატრიარქის მოშორებაზე საუბრობენ, რათა მან საპატრიარქო ტახტზე მემკვიდრედ ის პირი არ დაასახელოს, რომელიც ამ ჯგუფისთვის მიუღებელია. თქვენ რა იცით ამ ჩანაწერის შესახებ?

– დიახ დაგიდასტურებთ, რომ ასეთი ვიდეო ჩანაწერი ნამდვილად არსებობს და ეს ჩანაწერი მაღალი სასულიერო პირების საუბარს ეხება. სწორედ ეს ჩანაწერი იწვევს ჩემში ეჭვს, რომ პროცესები ქვეყნის გარედან იმართება. მათი მიზანი ეკლესიის რეპუტაციის შელახვა და სახელმწიფოს დაშლაა. ეს ოპერაცია ტარდებოდა და სხვა არაფერი. დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ ჯგუფის მიერ უბრალოდ ბრმად გამოყენებული მსხვერპლი მგონია. ის ამ საქმის მთავარი რგოლი არ არის. დეკანოზი მარტო ასეთ რამეს ვერ გაბედავდა.

– თუკი თქვენც ადასტურებთ, რომ ასეთი ვიდეო ჩანაწერი პროკურატურას აქვს, რატომ არ ხდება მასში მონაწილე სასულიერო პირების მამალაძის მსგავსად დაკავება?

– ჯერ-ჯერობით ყველა კარგად ვხდებით, რომ პროკურატურაც და ხელისუფლებაც ეკლესიას უფრთხილდება. რა თქმა უნდა, მიდის იმაზე მსჯელობა, რამდენად მიზანშეწონილია, რომ ამ მასალის გასაჯაროება მოხდეს.

– რას იტყვით მამა გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღზე და კიევის ავიაბილეთებზე? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, საით შეიძლება წავიდეს გამოძიება?

– იარაღი  მას ეკუთვნის თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მამა გიორგი მამალაძეს რომ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ თავგამოდებით ესარჩლება, ეს ფაქტია. მხოლოდ მამალაძის პირით არიან დაკავებული და ქვეყანაზე სხვა არაფერი აინტერესებთ.

ფაქტია, ეს მართვადი პროცესია და საქმე იქითკენ მიჰყავთ, საითაც უნდათ რომ მიდიოდეს – ღლაბუცი ციანიდზე და ათასი უზრო გამოხტომა. თუ ეს საწამლავი პროკურატურამ ჩაუდო, მაშინ უფრო ცივილიზებულ საწამლავს ვერ ჩაუდებდნენ? ამათი სახუმარო რომ არ გამხდარიყვნენ? ხელისუფლებამ უფრო მოდური და თანამედროვე საწამლავი ვერ იშოვა?

– ამ ლოგიკით მაშინ მამალაძესაც შეეძლო უფრო ცივილიზებული საწამლავის შოვნა, ის ხომ ორი კლინიკის დირექტორი იყო, რატომ მაინც და მაინც ციანიდი?

– არ ვიცი, ესეც პროკურატურამ უნდა დაადგინოს. ალბათ ფიქრობდა, რომ ამ საწამლავზე უფრო ეჭვს ვერ მიიტანდნენ. არ ვიცი ამ ადამიანის თავში რა ტრიალებდა, ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

– ვიდეოჩანაწერში საკმაოდ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ფიგურირებენ?

– ძალიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არიან. თავისთავად ამის გარისკვას ხომ ეს საცოდავი მამაო ვერ გაბედავდა? მის უკან ძალიან ძლიერი ჯგუფი დგას. მხოლოდ ამ ადამიანზე ჯოხის გადატეხვა დანაშაულია, ამ საქმის ფართოდ გამოძიება თუ არ მოხდა, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაული იქნება.

ვინც არიან ის პირები, რომლებიც დეკანოზ მამალაძეს თავგამოდებით იცავენ. ვისაც ნანახი და მოსმენილი აქვს ეს ჩანაწერები, იმათმა რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? არ დავიჯეროთ ის რაც საკუთარი ყურით მოვისმინეთ და თვალით დავინახეთ?

– თქვენ თუ ელით, რომ პატრიარქის მოთხოვნით ამ საკითხის დაკონსერვება მოხდეს? რამდენად სწორი იქნება თუ პროკურატურა მამალაძის საქმეს დახურავს?

– ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საქმე, ამიტომ არ მგონია, რომ პატრიარქი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდეს. იმ ჩანაწერებში რაც არ უნდა ხდებოდეს, ვინც არ უნდა ფიგურირებდეს და რაზეც არ უნდა იყოს საუბარი, პატრიარქისთვის ნომერ პირველი საქართველოა.

დარწმუნებული ვარ, ის არ იტყვის, რომ ეს საქმე დაიხუროს. თუ რაღაც სხვა ძალები არ იქნებიან დაინტერესებული, რომ საქმე მიიჩქმალოს… ეს სხვა საკითხია, მაგრამ უწმინდესი ამის თანამონაწილე არაფრით არ იქნება.

– რას იტყვით „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ბრალდებებზე, რომ თქვენ სუს-ის დავალებით სპეციალურად აკეთებთ აქცენტებს, რომ საზოგადოებაში გარკვეული სახის შთაბეჭდილება შექმნათ?

– ნუ ახლა, რა კომეტარი გავაკეთო ადამიანზე, რომელიც ფულს რაში იღებს ყველამ კარგად იცის.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....