aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეუთოს სადამკვირვებლო მისია: დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირველი შეფასებები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გაკეთა.

“ჩვენ დავაკვირდით საარჩევნო პროცესს, სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო. მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა. ამ უპირატესობას თან ახლავს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა სუბიექტების შესაძლებლობები არ შეიზღუდოს. არჩევნების ეფექტურად ადმინისტრირება და ამომრჩეველთა ზუსტმა რეგისტრაციამ პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში დიდი წვლილი შეიტანა. ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები იყო და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტიც. მიუხედავად იმისა, რომ მასმედია და სხვადასხვა პარტიებთან იყო აფილირებული, მედიის აქტიურობამ დებატების ზრდას მნიშვნელოვანი ხელი შეუწყო. მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა, უარყოფითად შეფასდა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესი და ასევე დაფიქსირდა უწესრიგობები და სირთულეები შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კარენ იონკერმა.

იტვირთბა....