aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს პირდაპირი საჩუქარია პუტინისთვის, რომელიც ვიღაცამ ბანკავოის ქუჩაზე გადაწყვიტა, რომ მისთვის გაეკეთებინა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ მისი დაპატიმრებით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საჩუქარი გაუკეთა.

სააკაშვილმა კიევის პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში განაცხადა.

„ეს არის რეალური მუშაობა მტერზე. ეს პირდაპირი საჩუქარია პუტინისთვის, რომელიც ვიღაცამ ბანკავოის ქუჩაზე გადაწყვიტა, რომ მისთვის გაეკეთებინა“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთთან მის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე.

„პუტინი და პოროშენკო რატომღაც ძალიან გვანან, მაგრამ მე თუ „ეფ-ეს-ბეშნიკი“ ვარ, საჭიროა ამის სასამართლოზე დამტკიცება და მერე უკრაინულ მზვერავებზე უნდა გადამცვალოთ. პუტინი მზადაა ყველა უკრაინელში გადამცვალოს. ნუთუ ვერ ვხვდებით, ვის დაკვეთას ვასრულებთ? სააკაშვილი კიევის ციხეში? ვინც ამაში მონაწილეობს, „ეფ-ეს-ბეს“ აგენტია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, არ ეშინია, რომ რუსეთის რომელიმე აგენტმა ის შეიძლება მოკლას, მაგრამ აღნიშნა, რომ ”ვინაიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას მაინც უთვალთვალებს, შეუძლიათ, დაცვა გამოუყონ, ან ჩაკეტონ იზოლატორში, სადაც ნამდვილად უსაფრთხოდ იქნება”.

სააკაშვილის განცხადებით, მზადაა სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებსითვის, რადგან „ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო“.

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია განხორციელდეს. ამის შესახებ პროკურორმა პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში

იტვირთბა....