aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი ამბობს, რომ ეს არის შანტაჟი: “მე ვმუშაობდი კონკორდატის ტექსტზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კომენტარს ეხმაურება, რომელმაც გუშინ საპატრიარქო გააკრიტიკა.

“დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველ ხელშეკრულებას სახელმწიფოს სახელით, იუსტიციის მინისტრის რანგში, მე მოვაწერე ხელი პატრიარქთან 2001 წელს. შემდეგ, მევე ვმუშაობდი კონკორდატის ტექსტზე.
გუშინ მოღალატე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას და მიანიშნა კონკორდატის გადახედვაზე. მიმაჩნია,
რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში ბევრი ხარვეზია, მაგრამ მოღალატე დედაკაცის მხრიდან, შანტაჟი არის უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”. – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის შეეცდება ინსტიტუციებს შორის ურთიერთობა დაალაგოს.

“როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში? სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ასევე, ეკლესიასა და ხელისუფლებას, სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძლიერი პროტესტი იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და არ უნდა ერეოდნენ არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და არც მითუმეტეს მეუფეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....