aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ეს არის გამოცხადებული, დანაშაულებრივი ქრონიკა – გოცირიძე ვალების განულების ინიციატივაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ეს არის გამოცხადებული დანაშაულებრივი ქრონიკა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ, გადაცემა “არჩევნაის” ეთერში, ვალების განულების ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ფაქტობრივად, სახელმწიფო ჩართულია დანაშაულებრივ ქმედებაში, რომელსაც ჰქვია ადამიანების ხმების მოსყიდვა, რადგან ისინი ერევიან კომერციული სტრუქტურების ურთიერთობაში.

“ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ცდილობს, ქართუს მიჰყიდოს „ჩალის ფასად ვალები. “ქართუ” მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სთავაზობს 1 ლარ დავალიანებაში 9 თეთრის გადახდას. ბლეფია ის ინფორმაცია, თითქოს, პროგრამა შეეხება 600 ათას ადამიანს, რადგან კრედიტინფოში მოხვედრილია ის ადამიანებიც, ვისი დავალიანებების ძირიც 2000 ლარზე მეტია”, – განაცხადა გოცირიძემ. რაც შეეხება იმას, განხორციელდება თუ არა პროგრამა, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება, ეს აქცია ჩაატაროს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

ამავე თემაზე: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ ვალი გაუნულდეს

იტვირთბა....