aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

პიკესა და შაკირას სახლის გაძარცვისთვის ესპანეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესპანური ადგილობრივი მედიის Estrella Digital ინფორმაციით,  პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე („გოგიტა“) დააკავა.

მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების, მათ შორის მომღერალი შაკირას და „ბარსელონას“ ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვაში მონაწილეობა ედება.

მედიის ინფორმაციით, „გოგიტა“ ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს, რომლებიც სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები.

„იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, „გოგიტას“ ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა. ვენდეტები, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება – სამაგიეროს მათ „გოგიტა“ ასე უხდიდა“ – წერს გამოცემა Estrella Digital.

იტვირთბა....