aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ჯეოსელს” და სხვა კომპანიებს სანქციები დააკისრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ BATUMI MEDIA GROUP-ს 27 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია. კომისიის ინფორმაციით, კომპანია ახორციელებს იმ არხების პაკეტში ჩასმას, რომლის ტრანსლირების უფლებაც არ აქვს.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ ტრანზიტს ახორციელებს და მომხმარებელს იმ სამაუწყებლო არხებს სთავაზობს, რომელთა რეტრანსლირების უფლებამოსილება არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო წლების მანძილზე ადგილი აქვს დარღვევას და კომპანიას მის პაკეტში არსებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე კომისიაში შესაბამისი უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება წარმოდგენილი არ აქვს, კომისიამ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ჯარიმის სახით 27 000 ლარი დააკისრა”. – ნათქვამია განცხადებაში.

სანქცია დაეკისრა ასევე ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას “ჯეოსელს”. კომისიამ კომპანიას წერილობით გაფრთხილება მისცა.

“კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯეოსელის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, ტრაფიკის თაობაზე ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისა და შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმსჯელა და შპს „ჯეოსელს“ შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების წარმოუდგენლობის გამო წერილობითი სანქცია დააკისრა”. – აღნიშნულია განცხადებაში.

რთული აღმოჩნდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება საერთაშორისო ზარებზე ოპორერიბული კომპანიებისთვისაც. მარეგულირებელმა მათი საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა.

კომისიის ინფორმაციით, ზარებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ნუმერაციის რესურსისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, აღნიშნული კომპანიების აბონენტების – შპს ,,ტრანს ლოჯისტიკისა“ და შპს ,,ინტერ ტრანსის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრებიდან საერთაშორისო ზარის მოქმედი რეგულაციების დარღვევით დასრულების ფაქტები გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ადგილი ქონდეს სახელმწიფოსთვის (აქციზის გადასახადი) და კომპანიისთვის (მოგების მიღება) ქონებრივი ზიანის მიყენებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალები კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

იტვირთბა....