aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსის შედეგად 46-დან 14 მოკლემეტრაჟიანი ფილმი დააფინანსა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2017 წელს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების
დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 46 პროექტი, რომელთანაც 14 დაფინანსდა.
ამის შესახებ ინფორმაციაას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 505 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობდა 46 პროექტი, რომელთა განხილვისას საექსპერტო კომისიამ საინტერესოდ მიიჩნია პროექტების დიდი რაოდენობა, -აცხადებენ კინოცენტრში.

“საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება საკონკურსო ფონდის გაზრდის თაობაზე. შესაბამისად დაფინანსდა 14 (თოთხმეტი) პროექტი. თითოეული პროექტის ბიუჯეტი საექსპერტო კომისიის მიერ შეთანხმებულია პროექტის პროდიუსერთან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა საკონკურსო ბიუჯეტის გაზრდა”, -განმარტეს კინოცენტრში.

კინოცენტრის ცნობით, ,,მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2017 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 23.06.2017 წლის #154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 13.11.2017 წლის #292 ბრძანებით ცვლილება შევიდა კონკურსის ბიუჯეტში და საკონკურსო ფონდი განისაზღვრა 505 000 (ხუთასხუთი ათასი) ლარით.

დაფინანსდა შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

,,ამბავი დუმბაძეებისა’’ დაფინანსდა 50 000 ლარით
,,ცარიელი მაგიდა’’ დაფინანსდა 37 000 ლარით
,,მარქსის ქუჩა 12’’ დაფინანსდა 21 000 ლარით
,,კრიმანჭულის ქურდები’’ დაფინანსდა 44 000 ლარით
,,დევნილი’’ დაფინანსდა 47 000 ლარით
,,ღამის მორიგე ‘’ დაფინანსდა 32 000 ლარით
,,ცუდი ხალხი’’ დაფინანსდა 47 000 ლარით
,,ბავშვი’’ დაფინანსდა 41 000 ლარით
,,გადასასვლელი’’ დაფინანსდა 15 000 ლარით
,,დამლაშებული პირსახოცები’’ დაფინანსდა 30 000 ლარით
,,ზაფხული’’ დაფინანსდა 32 000 ლარით
,,სასტუმრო მირაჟი’’ დაფინანსდა 39 000 ლარით
,,მეხდაკრული’’ დაფინანსდა 39 000 ლარით
,, უსაზღვროდ’’ დაფინანსდა 31 000 ლარით

იტვირთბა....