aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული ბანკი ონლაინსესხების კომპანიებს ამოწმებს, -ამის შესახებ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,  რაც კანონით დაწესებულ მაქსიმალურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც წელიწადში 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, გულისხმობს,  კომპანიები შესაძლოა დააჯარიმდნენ.

უკვე გამოთხოვილია ხელშეკრულებები, მოწმდება, შეესაბამება თუ არა კანონს და ხომ არ არის ჩადებული ფარული ხარჯები.

 

კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნულ ბანკს მხოლოდ იმ კომპანიის შემოწმება შეუძლია, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი აქვს. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, მაღალი გადასახადის გასაჩივრება სასამართლოშია შესაძლებელი.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს.