aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკის დირექტორი, დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის დირექტორი კობა გვენტაძე 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს. ინფორმაციას ეროვნული ბანი ავრცელებს.

დოკუმენტში ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 2018 წლის მაისში, საკომიტეტო ფორმატში მოისმენს.

იტვირთბა....