aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ერთ-ერთ მთავარ თემად ეროვნული ვალუტა: „ქართული ოცნების” ოფისში დახურული შეხვედრა დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების” ოფისში დახურული შეხვედრა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელიც მედიასთან არ გამოჩენილა.

ოფიციალური ვერსიით, დახურული შეხვედრა საბიუჯეტო ცვლილებების გამო შედგა, თუმცა შეხვედრის მონაწილეების ნაწილი ადასტურებს, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული ვალუტაც იყო.

შეხვედრაზე მყოფმა პოლიტიკოსებმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრაზე ყოფნის შესახებ ურთიერთგამმრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს. ნაწილის მტკიცებით, ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრას არ ესწრებოდა.

იტვირთბა....