aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი და თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში, შესაძლოა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი და თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას.

“ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შემუშავებულ კანონპროექტშია აღნიშნული.

პროექტი, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანია თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა, სადაც მოთამაშის გარდა მისი ოჯახის წევრსაც ექნება შესაძლებლობა პირის მონაცემები რეესტრში შეიტანოს.

„დამოკიდებულ პირთა სია მოიცავს აზარტულ ან მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზას. მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი
მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი არის უფლებამოსილი პირის მონაცემების რეესტრში შეტანა სასამართლოს წესით მოითხოვოს. ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით,“-ნათქვამია განმარტებით ბარათში.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირი აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში, აღარ დაიშვება.

პროექტის თანახმად, „თამაშზე დამოკიდებული პირი“ არის ფიზიკური პირი,
რომელსაც აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება გააჩნია და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა.

რაც შეეხება მოთამაშეთა რეესტრს, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მხოლოდ მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირს შეეძლება თამაშობაში მონაწილეობა.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რაც აღნიშნული ქმედებებზე ფულად სანქციებს ითვალისწინებს. კერძოდ, დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) დაშვება – თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში ორგანიზატორი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ასევე 5 ათასი ლარით დაჯარიმდება ორგანიზატორი, იმ შემთხვევაში თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში დაუშვებს მოთამაშეთა ერთიან რეესტრში დაურეგისტრირებელი მოთამაშის მონაწილეობას. მსგავსი სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი თამაშობის ორგანიზატორი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

იტვირთბა....