aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენერგეტიკის ექსპერტი: თბილისში, მრიცხველებს გაზი პოლიეთილენის მილებით უკავშირდება, რაც დაუშვებელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე საუბრობს.

მისი თქმით, აფეთქების შემდეგ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ სადარბაზოში, მრიცხველებთან გაზი პოლიეთილენის მილებითაა დაკავშირებული, რაც დაუშვებელია.

“კადრებში კარგად ჩანს სადარბაზოში [სადაც აფეთქება მოხდა] გაზი მრიცხველებთან სტაფილოსფერი პოლიეთილენის მილებითაა შეერთებული… 2010 წელს საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას და დღეს საქართველოში მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, (სამწუხაროდ, ისევ რუსეთის, მაგრამ მოქმედებს ), სადაც, ცალსახად, წერია, რომ გაზის კომუნიკაციები უნდა იყოს გაყვანილი მხოლოდ და მხოლოდ ლითონის მილებით, რადგან გაზს აქვს თვისება რომ აალდეს, გაფართოვდეს და ა.შ. პოლიეთილენის მილები კი, დაუშვებელია, რადგან არ იძლევა გაჟონვა არიდების საშუალებას. თბილისში, სადაც მრიცხველების გამოტანა მოხდა, ყველგან პოლიეთილენის მილებითაა შესრულებული სამუშაო… ეს მილები მხოლოდ ცხელი წყლის მომარაგებისთვისაა. ჩვენ მივწერეთ თურქულ კომპანიას, 2013 წელს და მივიღეთ პასუხი, რომ ეს მილები მხოლოდ და მხოლოდ ცხელი წყლის შიდა გაყვანილობისთვის გამოიყენება და არა გაზმომარაგებისთვის”, – განაცხადა გიორგი ჭაღიაშვილმა, TVპირველის ეთერში.

იტვირთბა....