aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ ეწვია ივანიშვილს პუტინის ემისარი: უკრაინელი აქტივისტი მტკიცებულებად ავიაბილეთს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში, უკრაინიდან საკუთარი ემისარი, პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი გამოგზავნა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო საშუალებები “ტევე პირველზე” დაყრდნობით ავრცელებენ.

სააკაშვილის თქმით, მედვედჩუკი დილით, 26 ნოემბერს ჩამოფრინდა თბილისში და ივანიშვილთან შესახვედრად შუშის სასახლისკენ აიღო გეზი.

“პუტინი გრძნობს, რომ შესაძლოა ივანიშვილმა ეს არჩევნები წააგოს: – აცხადებს სააკაშვილი. უკრაინელმა აქტივისტმა, სერგეი სტერნენკომ ეს ინფორმაცია დაადასტურა და მისი ავიაბილეთიც გამოაქვეყნა.

უკავშირდება თუ არა პუტინის ემისრის ვიზიტი საქართველოში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

 

 

იტვირთბა....