aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარი ტერაქტების მესამე ეჭვმიტანილი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესპანური გამოცემა El Pais-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დღეს დილით ქალაქ რიპოლიში, ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარი ტერაქტების მესამე ეჭვმიტანილი დააკავეს.

გუშინ, რამბლას მოედანზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო. როგორც ცნობილია დაშავებულებს და გარდაცვლილებს შორის, 18 ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. მათ 4 ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია 1 ეჭვმიტანილი. მათ შაჰიდის ქამრები ეკეთათ.

შეგახსენებთ, ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე ტერაქტი 17 აგვისტოს მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.

იტვირთბა....