aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტს 16 სექტემბერს გამართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება,-ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მომღერალი ქართული აუდიტორიის წინაშე 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარსდგება.

ბილეთების გაყიდვა 25 ივნისიდან დაიწყება, რამდენიმე დღის განმავლობაში ბილეთების შესყიდვა მხოლოდ SOLO-ს მომხმარებლებისთვის იქნება შესაძლებელი. მათთვის, ვინც არ არის SOLO-ს მომხმარებელი ბილეთების შესყიდვა შესაძლებელი იქნება 29 ივნისიდან.

ბილეთები გაიყიდება როგორც TKT.GE-ზე, ასევე SOLO-ს ლაუნჯებში.

ბილეთების ფასი SOLO-ს მომხარებლებისთვის დაიწყება 90 ლარიდან, ხოლო მათთვის, ვინც არ არის SOLO-ს მომხმარებელი ბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება.

იტვირთბა....