aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისაშვილი: “სააკაშვილი ხან თითებს გვიქნევს, გვემუქრება – სალომე ზურაბიშვილი კი დამალეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშოირებით განცხადება გააკეთა.

როგორც ელისაშვიმა აღნიშნა ქართული ოცნების კანდიდატი არის დამალული.

“პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიდის და “ქართული ოცნების” კანდიდატი არის დამალული – მეორე მხრივ აჟიტირებულ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებთ, რომელიც ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში” – განაცხადა ელისაშვიმა.

მისი თქმით, ნორმალური ამომრჩეველი ორ ცეცხლშუაა. ელისაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ერთ სევდიან ამბავს უწოდებს.

“სალომე ზურაბიშვილი დამალეს საერთოდ, “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”-ში რომ არის, უპატარძლო ქორწილიაო, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიდის და “ქართული ოცნების” კანდიდატი არის დამალული. ძალიან სევდიანი ამბავია, თან მეორეს მხრივ აჟიტირებულ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებთ, რომელიც ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში. სააკაშვილი ხან თითებს გვიქნევს, გვემუქრება და მისი პარტიის წევრები ისე არიან, ხელკეტებს ლამის პრეზერვატივები წამოაცვან. მანამდე ხომ ვითომ გაიაზრეს ძველი შეცდომები, მაგრამ როგორც კი სისუსტე ნახეს ხელისუფლების, ნახეთ როგორ ამბავში ჩავარდნენ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....