aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისაშვილი: “კარგია, რომ მემანქანეებმა გაბღენძილ კალაძეს თავის ადგილი მიუჩინეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას მემანქანეებისა და თბილისის მერიის შეთნხმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მერიას ცოტა სხვა პირობებზე შეუთანხმდებოდა.

“სინამდვილეში მეტროს მემანქანეებმა კალაძეს ადგილი მიუჩინეს. გვახსოვს მისი 2 მაისის განცხადება – მეტრო როდის იმუშავებს და როდის არა, ამას მე ვწყვეტო. დღეს მემანქანეებმა ყველას აჩვენეს, რომ მეტრომ მუშაობა სწორედ მათი გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ძალიან კარგი იყო, რომ გაბღენძილ კალაძეს მემანქანეებმა თავისი ადგილი მიუჩინეს. მე ცოტა სხვა პირობების შემდეგ გავხსნიდი მეტროს, მაგრამ ყველა დეტალი არ ვიცი. თუნდაც, საჯარო დაპირება რომ არის, რომ ხელფასი 2018 წლის შემდეგ გადაიხედება, ამასაც არა უშავს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მეტროს მემანქანეებმა 4 მაისს გაფიცვა დაიწყეს და 2 დღის განმავლობაში მეტრო გაჩერებული იყო. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვნდენ. საბოლოოდ, მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მემანქანეებს 2019 წლიდან ხელფასი ეტაპობრივად 45%-ით მოემატებათ.

იტვირთბა....