aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ელისაშვილი – აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცი ვინმე ე.წ. კანონიერი ქურდი “ლავასოღლი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაში “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აცხადებს, რომ აჭარაში არავინ იცის ვინაა მთავრობის თავმჯდომარე, მაგრამ ყველამ იცის “ლავასოღლი”.

“ამ ზაფხულს ზღვაზე ვიყავი და აჭარაში კაციშვილმა არ იცის, ვინ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ის ოცდაათი წლის ბიჭი ვინმეს რამეს მოუგვარებს, მაგრამ პრობლემა ის არის, აჭარაში, ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცის, ვინმე “ქურდი ლავასოღლი”, რომელსაც ხოფაში უნდა მიაწვდინო ხმა და ის მოაგვარებს საქმეს ქურდული წესებით. აჭარაში ეს “ქურდი” მართავს ყველაფერს. ვინმეს თუ მოჰპარავენ რამეს და დაბრუნება უნდა, “ლავასოღლის” უნდა უთხრას; სამშენებლო ნებართვა გინდა და,”ლავასოღლის უნდა შეუთვალო…

ასეთ დღეში ჩავარდა ქვეყანა “ქართული ოცნების” მმართველობის ლამის უკვე მეშვიდე წელს.  თვითონაც ქურდები არიან და იმიტომ, ოღონდ ხაზინის ქურდები. მათ ნებისმიერ დონეზე – სოფლის საკრებულოთი დაწყებული და პარლამენტით დამთავრებული, ერთადერთი დარდი აქვთ, როგორმე მეტი ფული მოიპარონ”, – აცხადებს ელისაშვილი.

იტვირთბა....