aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადო გამწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებობს კითხვები და უფრო მაღალი სტანდარტიც არსებობს.

„ეს კითხვები გაჩნდა განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეებს, რომელზედაც მათ შორს პარლამენტმაც თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საქმეები იყო პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი გადაწყვეტილებები. ასეთ დროს უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს და უფრო მაღალი ინტერესი არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა ის დამოუკიდებელი უნდა იყოს და ამაში არავინ და ვერავინ ვერ ჩაერევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად საბჭოს არ ჰქონდეს მაღალი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მმართველ გუნდს ზოგიერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე მმართველი გუნდის ზოგიერთ წევრს აქვს კითხვები, მათ შორის სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლეზე მანუჩარ კაპანაძეზე.

იტვირთბა....