aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” პარტიის წევრებზე ხობში განხორციელებულ თავდასხმაზე რეაგირებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხობში “ევროპული საქართველოს” წევრებზე  თავდასხმა მოხდა. როგორც პარტიის წევრი ოთარ კახიძე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, ფაქტზე სამართალდამცველებს მომხდარზე სასწრაფო რეაგირება უნდა მოხდეს.

“ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც კანდიდატი საარჩევნო პლაკატებს აკრავდა.

პარტია სამართალდამცველებთან ერთად, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მიმართავს.

“ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში დაუსჯელობამ, პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობამ, შექმნა გარემო, რომელშიც პრაქტიკულად, შეუძლებელია წინასაარჩევნო გარემოს წარმოება. ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს დაუყოვნებლივი რეაგირება,”- განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარტიის წევრების ინფორმაციით, სოფელ ზემო ქვალონში, მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მის მამას, ჯემალ ჭანტურიას უცნობი პირები თავს დაესხნენ.

იტვირთბა....