aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” გომელაურს პარლამენტში იბარებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველო“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს. პარტიის ლიდერებს სუს-ის ხელმძღვანელთან კითხვები 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ.

სერგი კაპანაძის თქმით, აუცილებელია გაეცეს კითხვებს პასუხი – არის თუ არა ლიკვიდირებულებს შორის საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი და როგორ მოხვდა ის დაჯგუფების წევრებთან ერთად საქართველოში.

„დაგროვდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა – პირველ რიგში ეს კითხვა უკავშირდება იმას, იყო თუ არა ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი ჩატაევი. ადამიანი, რომელიც შეგახსენებთ, არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული სტამბოლში შარშან ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და 200-ზე მეტი ადამიანის დაშავება. ჩვენ გვაინტერესებს, ეს ადამიანი იყო თუ არა ლიკვიდირებული და როგორ მოხვდა საქართველოში. ჩვენ გვაინტერესებს და ეს კითხვები ლეგიტიმურია, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, რა ამოცანები და რა მიზნები ჰქონდა ამ დაჯგუფებას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია,” – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....