aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს მიიღოს რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც, მოსამართლეთა არსებული სია უკან იქნება გაწვეული, ხოლო ახალი სია კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით გაიწერება.

ამ ინიციატივის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებად დამატებით უნდა განისაზღვროს:

ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა, რომელშიც იკვეთება კანდიდატის როლი;

ბ) ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება კანდიდატის მიერ მიღებულ აქტებს.

კანდიდატების კანონმდელობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იურიდიულ კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, შემდეგი წესით:

ა) მის მუშაობაში, დეპუტატების გარდა, ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები;

ბ) ჯგუფს ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს;

გ) ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნა გასაჯაროვდეს და წარედგინოს იურიდიულ კომიტეტს განსახილველად“, – აღნიშნულია ინიციატივაში.

პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებას სასამართლო სისტემაზე კონტროლი აქვს აღებული და ხელს უწყობს კლანური სისტემის გაძლიერებას.

 

 

იტვირთბა....