aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ეს არჩევნები ვერ გახდება წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

“ჩვენ ვიხილეთ სახელისუფლებო პარტია, რომელმაც სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსის ყველა არსებული ფორმა. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მათ შორის იმ ადამიანების არჩევანსაც, ვინც გულწრფელად დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას” და ასეთი ადამიანები საქრთველოში ნამდვილად არიან, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი ადმინისტრაციული რესუსურსის გამოყენება, რომ არ ყოფილიყო ზეწოლები, რომ არ ყოფილიყო ამომრჩევლის მოსყიდვა და თანხის დარიგება, რომ არ ყოფილიყო ადამიანების დაშინება, შანტაჟი, რომელიც ვიხილეთ გუშინ, ასეთი ფორმით და ასეთი რიცხვებით ეს შედეგი არ დადგებოდა.

ეს მაძლევს იმის საფუძველს ვთქვა სწორედ, რომ არჩევნების პოლიტიკური შეფასება ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ნეგატიური და მძიმეა. ეს არჩევნები ვერ გახდება წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.

ამავე დროს, რას გვასწავლის ეს არჩევები, ეს არჩევნები გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ წამალი და გამოსავალი გახლავთ მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა მომავალ არჩევნებზე, მით უფრო გაუძნელდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება, ამიტომ გამოსავალი არ არის ხელების ჩამოყრა, გამოსავალი არ არის გულის მოფხანა და კრიტიკული გამოსვლები, გამოსავალი არის ერთი, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გავაძლიეროთ მუშაობა, გავაძლიეროთ ხალხთან ურთიერთობა, მეტი ვიაროთ, მეტი ვიმუშაოთ, მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ მომავალ არჩევნებზე”,-აღნიშნა ბაქრაძემ.

იტვირთბა....