aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ევროპა დანაპირებს ასრულებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს. პრემიერმა დიმიტრის ავრამოპულოსს მადლობა გადაუხადა, რათა მან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში დიდ წვლილი შეიტანა.

”მართლაც სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციის და საშინაო საკითხებში ევროკომისარი, ჩვენი მეგობარი დიმიტრის ავრამოპულოსი, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მართლაცდა ერთად მიღწეული წარმატება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს პირადი ძალისხმევისთვის ევროკავშიორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. ასევე ვაფასებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ევროპასთან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, – ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....