aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონის საარჩევნო უბნიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრანგული მედიის ცნობით,  ქალაქ ბეზანსონის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ევაკუაცია განხორციელდა, რისი მიზეზიც უბანთან ახლოს დაყენებული საეჭვო ავტომობილი გახდა. ავტომანქანამ ყურადღება იმით მიიქცია, რომ იგი დაქოქილი იყო დატოვებული, ხოლო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომობილი მოპარულთა სიაში იყო და მასზე ყალბი ნომრებია დაყენებული.

შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები გამოცხადდნენ. ავტომობილის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცავებით არის გარშემორტყმული. ხალხი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. არის თუ არა ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ.  საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში – 20:00 საათზე.

მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველ ტურამდე სამი დღით ადრე პარიზში, შანზ-ელიზეზე პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

იტვირთბა....