aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, 2 მაისს, თბილისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10 საათიდან 17 საათამდე შეწყდება. საუბარია ნაფეტვრების, უნივერსიტეტის, ფხაკაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ასევე 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ლვოვის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის, ლომონოსოვის, ცხინვალის, გამყრელიძის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ზემო ვეძისისა და ალასანიას ქუჩების მცხოვრებლებს.

„მთაწმინდის რაიონის აბონენტებს, ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ ჩიტაძის, ინგოროყვას და კრავეიშვილის ქუჩებს.

გლდანის რაიონში დენის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, III (ნაწილობრივ), VIII (ნაწილობრივ) მიკრორაიონების, ანდრონიკაშვილის, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების აბონენტებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 12 საათამდე ელექტრომომარაგება ვარკეთილის მეურნეობისა და მშვიდობის ქუჩაზე შეიზღუდება.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აეროპორტის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებსაც. 11 საათიდან 13 საათამდე კი ელექტროენერგია ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, კალოუბნის, ჯავახეთის და შუამთის ქუჩების აბონენტებს შეუწყდებათ.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგებაზე 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩებზე.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის და ავშნის ქუჩებს. ფეიქართა და ანდრონიკაშვილის ქუჩებს კი დენი
12:30 საათიდან 14 საათამდე შეუწყდებათ.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 10 საათიდან 18 საათამდე შეეხებათ. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაღის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, აგლაძის, ბაქრაძის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩებზე.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებისთვის.

დიდგორის რაიონში, სოფელი ტაბახმელას, შინდისის და წავკისის აბონენტებისთვის დენის მიწოდება
09 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.

ისნის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ. საუბარია წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირსა და რიყის ტერიტორიაზე.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ბოდბის, ლუსინიანისიორის და იალბუზის ქუჩებზეც.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

იტვირთბა....