aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ღამით მაღალმთიან რაიონებში ყინვაა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი ძლიერი ქარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, რომ  დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარა, თუმცა ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მ/წმ–ში იქნება. ასევე, გორი–სურამის მონაკვეთზე ქარის სიჩქარე 17–22 მ/წმ–შია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, პირიქით დაიკლებს და 13–18 გრადუსი იქნება, თბილისში – 17 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

ამასთან, ამაღამ მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვა იქნება და 0,–5 გრადუსი დაფიქსირდება.

8 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში დათბება, თუმცა აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 24–29 გრადუსია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოში კი 16–23 გრადუსი იქნება, თბილისში – 20 გრადუსი.

იტვირთბა....