aviabiletebi
Sport ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველო “მიხეილ მესხის” სტადიონზე ლიტვას უმასპინძლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომელიც “მიხეილ მესხის” სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.

ერთა ლიგის დაწყებამდე, საქართველოს 3 ამხანაგური მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ერთ-ერთი სწორედ ლიტვაა, რომელსაც საქართველო აქამდე 7-ჯერ შეხვდა – 3 მოგება, 3 წაგება და 1 ფრე.

საქართველოს სავარაუდო შემადგენლობა ასეთია : ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ანანიძე, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი; ქვილითაია;

დღეს პირველად ითამაშებს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა შემტევი ჩაკვეტაძე, რომელიც ბელგიური “გენტის” ღირსებას იცავს.

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელები არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიაგებენ პატივს.

იტვირთბა....