aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს მირზა სუბელიანს გამოკითხავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მირზა სუბელიანი გამოიკითხება.

გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებენ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი.

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

იტვირთბა....