aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაშია დაბარებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს 17:00 საათზე  „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გამოსაკითხად თბილისის პროკურატურაშია დაბარებული.

ლევან ყიფიანი პროკურატურაში იმ ფარულ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებითაა დაბარებული გამოკითხვაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ყიფიანის გარდა გამოკითხვაზეა დაბარებული ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილიც, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, მას გამოძიება საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოკითხავს.

შეგახხენებთ, რომ „კურიერმა“ 14 სექტემბერს „იბერიას“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.

იტვირთბა....