aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს, თბილისის გარკვეულ უბნებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის საკრებულოს, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ნიკოლოზ ჩაჩავას, გრიგოლ ფერაძის, ტარიელ გვიმრაძის, აისის, მიცკევიჩის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ვარაზის და ფერმწერთა ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას. ასევე, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე: სოფელი დიღმის და ჩალისპირების დასახლების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ნარგიზის, რუსუდანის და ივლეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, სამასი არაგველის, მოსტკოვის, გუმათგესის, იდუმალის, ფრონეს, ქვილითაიას, სამგორის, ფაღავას, სანაძის, გუგუშვილის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

იტვირთბა....