aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება. როგორც “მეტრონომს” ხარშილაძემ უთხრა, პროცესზე საბოლოო სიტყვით წარსდგება, რის შემდეგაც დიდია ალბათობა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

“99%-ით დარწმუნებული  ვარ, რომ სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს”- უთხრა ხარშილაძემ “მეტრონომს”.

სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა. ხარშილაძე გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილია. ოჯახს მიაჩია, რომ ხარშილაძეს ნარკოტიკები სწორედ კილაძის ხმაურიანი განცხადებების გამო ჩაუდეს.

 

 

იტვირთბა....