aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოსეთის დე ფაქტო მინისტრი: დუდაევის მკვლელი, სავარაუდოდ, საქართველოში გადავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ეჭვმიტანილი მიიმალა. სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა“ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრი იგორ ნანიევი მარეკ დუდაევის მკვლელობასთან დაკავშირებით. ნანიევის ინფორმაციით, მკვლელის ვინაობა დადგენილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები მისი დასახელებისგან თავს იკავებენნ. დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება გახდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ არცევში მარეკ დუდაევი წუხელ მოკლეს. მკვლელმა დუდაევს სამჯერ ესროლა. მისი ცხედარი მშობლიურ სოფელ არცევში იპოვეს. სოფლის ყოფილი კლუბის ტერიტორიაზე მარეკ დუდაევს ფერმა ჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, მას თანასოფლელმა შენობის მეორე სართულზე, სუფრასთან ესროლა. დუდაევი ადგილზე გარდაიცვალა. დუდაევის მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სოფელ არცევის მკვიდრმა, წარმოშობით ჩეჩენმა, მარეკ დუდაევმა ქართულ ციხეში 9 წელი გაატარა. ქართველმა სამართალდამცავებმა ის 2004 წლის 16 მარტს დააკავეს. 2005 წლის ნოემბერში, თბილისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. სასამართლომ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება ძალაში უზენაესმა სასამართლომაც დატოვა. მარეკ დუდაევი ბრალს არ აღიარებდა.

მარეკ დუდაევი 2013 წელს გაათავისუფლეს. ამინისტიის კანონის ამოქმედების შემდეგ, მას ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი და შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა.

 

იტვირთბა....