aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დონაძე რას ამბობს არ ვიცი, თავის დროზე ყველას გადავუხადე მადლობა”: კახი კალაძე გურამ დონაძეს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერი კახი კალაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს პასუხობს. მისი თქმით, თავის დროზე, მან ყველას გადაუხადა მადლობა ვინც მონაწილეობა მიიღო მისი ძმის საქმის გამოძიებაში.

“არ ვიცი რაზეა საუბარი. მე, თავის დროზე, შესაბამის სამსახურებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმის გამოძიებაში, გადავუხადე მადლობა. კონკრეტულად ვინ იყო არ მახსოვს. გურამ დონაძე რას ამბობს არ ვიცი”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულმა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კახა კალაძემ პირადად გადაუხადა მას მადლობა მისი ძმის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის.

იტვირთბა....