aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დონალდ ტრამპი ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის საბჭოს დირექტორმა, ენდრიუ ბრემბერგმა, განაცხადა.

დოკუმენტში ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის წინადადებაც არის შესული. “იუსტიციის სამინისტრო შეეცდება სიკვდილით დასჯის დაწესებას მიაღწიოს”- განაცხადა ბრემბერგმა.

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ნარკოტიკების გამო ჯანდაცვის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტრამპის განცხადებით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.

იტვირთბა....