aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დოლიძე: “საბჭო არის მძიმე მდგომარეობაში და იბრძვის, რათა ჩამოიცილოს ნებისმიერი კრიტიკული აზრი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი, რომელიც  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა, ანა დოლიძე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, საბჭოს გადაწყვეტილება პროცესებიდან მისი აცილების თაობაზე ძალიან სახიფათო ტენდენციას ქმნის, რომ ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა დაისაჯოს კრიტიკული აზრის გამოხატვისა და თუ განცხადების გაკეთების გამო.

“აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას, რაც არის, რომ ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. მე ვაპირებ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში, რადგან არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის საბჭოს წევრი დასაჯონ და ჩამოაცილონ საკუთარი ფუნქციების განხორციელებას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სავალალო მდგომარეობა საქვეყნოდაა ცნობილი.

“მოსამართლის მოტივაციაზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუმცა, ცალსახაა საბჭოს ძალიან საშიში პოზიცია, რომელიც რეალურად არის საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესება. ეს არის კიდევ ერთი კენჭი დადებული იქითკენ, რომ დავინახოთ – საბჭო არის მძიმე მდგომარეობაში და იბრძვის, რათა რაღაცნაირად ჩამოიცილოს ნებისმიერი კრიტიკული და განსხვავებული აზრი”, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, მისი არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ანა დოლიძემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან 14-მა მოსამართლემ აიცილა.

იტვირთბა....