aviabiletebi
ეკონომიკა

“დოიჩე ბანკმა” კლიენტს შეცდომით 6 მილიარდი დოლარი გადაურიცხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დოიჩე ბანკმა” კლიენტს 6 მილიარდი აშშ დოლარი შეცდომით გადაურიცხა. ფინანსური ტრანზაქცია ბანკის სავალუტო განყოფილების უმცროსმა თანამშრომელმა მაშინ განახორციელა, როცა მისი უფროსი შვებულებაში იყო.
„დოიჩე ბანკმა“ მომხდარის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის ბიუროს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას აცნობა. თანხა „დოიჩე ბანკის“ ანგარიშზე მეორე დღესვე დაბრუნდა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, “დოიჩე ბანკის” აქციები საგრძნობლად დაეცა.”ბლუმბერგის” ანალიტიკოსების ცნობით, ბანკმა შესაძლოა დაკარგოს სამუშაო განყოფილების თითქმის 25 პროცენტი, აქტივების შემცირებისა და გაყიდვის გამო, მათ შორის “პოსტბანკის” ფილიალი გერმანიაში, რომელიც სამომხმარებლო კრედიტებს უზრუნველყოფს.

ბანკის ფინანსურ მონაცემებში ეჭვი ნიუ-იორკის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა ჯერ კიდევ 2013 წელს შეიტანა. მას შემდეგ “დოიჩე ბანკმა” კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისთვის დამატებით 1000 თანამშრომელი დაიქირავა.

 

იტვირთბა....